info@georgianaudit.ge

 
კომპანიის შესახებ

საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების და ბიზნესის დახმარების მისიას შპს "ქართული აუდიტი" 1997 წლიდან ერთგულად ემსახურება. ამის დადასტურებაა მრავალრიცხოვან კლიენტთა სია, რომლებიც დღემდე აგრძელებენ ჩვენს კომპანიასთან თანამშრომლობას. კომპანიაში დასაქმებული მაღალკვალიფიციური კადრი თავდაუზოგავად შრომობს, რათა კლიენტი დარჩეს კმაყოფილი და ყოველი შეკვეთა შესრულდეს უმაღლეს დონეზე. კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების ხიბლი იმაშიც მდგომარეობს, რომ მას გააჩნია რესურსი იმისა, რომ მაღალ დონეზე გაუწიოს კლიენტს კომპლექსური მომსახურება ერთდროულად: ფინანსური, საგადასახადო, საშემფასებლო, საკონსულტაციო, მენეჯმენტის მართვისა და ბიზნესის დაგეგმარების კუთხით, და ყოველივე ეს ამავდროულად ეფუძნება ჩვენს გამოცდილებას.

კარიერა

შპს "ქართული აუდიტი"-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელია ბ-ნი ბერდო ხუციშვილი, სერტიფიცირებული აუდიტორი ზოგად, საბანკო, სადაზღვევო და საბირჟო, სპეციალური სახელმწიფო ფონდებისა და საინვესტიციო ინსტიტუტების აუდიტში. აგრეთვე, საქართველოს ქონების შემფასებელ ექსპერტთა ინსტიტუტის (სქშეი) მიერ გაცემული უძრავი ქონების შემფასებლის სერტიფიკატის მფლობელი. დასპეციალიზირებულია და დიდი გამოცდილება გააჩნია შემდეგი მიმართულებებით:

• საგადასახადო კონსულტაციები, გადასახადების დაგეგმვა, ოპტიმიზაცია და ადმინისტრირება;
• აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის თეორია (ლექციები, სალექციო კურსი);
• შიდა აუდიტი (საოპერაციო და მმართველობითი აუდიტი);
• მენეჯერული და ფინანსური აღრიცხვა;
• ფინანსური ექსპერტი ენერგეტიკის დარგში;
• ბანკის აქტივ-პასივების მართვა, კრედიტების ექსპერტიზა და კონტროლი მსესხებლის ფინანსურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე;
• ბიზნეს-გეგმის შედგენა და ბიზნესკონსულტაციები;
• საინვესტიციო პროექტების ექსპერტიზა-ანალიზი;
• ქონების შეფასება - უძრავი ქონების სერთიფიცირებული შემფასებელი.

ამასთან ერთად, 1997-2000 წლებში მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ბანკის 1996-1999 საფინანსო წლების საერთაშორისო აუდიტორულ შემოწმებაში საერთაშორისო აუდიტორულ ფირმა `ქეი-ფი-ემ-ჯი~-სთან ერთად.

მუშაობდა შემოსავლების სამსახურში ხელმძღვანელ თანამდებობაზე, იყო 2000 წელს ჩატარებული რეფორმების სახე.

წლების განმავლობაში კითხულობდა ლექციებს პროფესიონალ ბუღალტერთა სერთიფიცირების მესამე ეტაპზე, გამოცემული აქვს სახელმძღვანელო აუდიტის საფუძვლებში.

გარდა ზემოაღნიშნულისა, 2002-2003 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის კორუფციასთან ბრძოლის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოწვეული სპეციალისტი. 1999 წელს მონაწილეობას იღებდა საქართველოს კონტროლის პალატის 1996-1999 წლების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმებაში საქართველოს პარლამენტის კომისიის მუშა ჯგუფებთან ერთად.

კომპანიის დირექტორი ქალბატონი მარინა ქშუტაშვილი აგრეთვე არის სერტიფიცირებული აუდიტორი ზოგად, საბანკო, სადაზღვევო და საბირჟო, სპეციალური სახელმწიფო ფონდებისა და საინვესტიციო ინსტიტუტების აუდიტში.
დასპეციალიზირებულია და დიდი გამოცდილება გააჩნია შემდეგი მიმართულებებით:

• საბანკო, საბირჟო, სადაზღვევო და ზოგადი სფეროს აუდიტი;
• საგადასახადო კონსულტაციები, გადასახადების დაგეგმვა და ოპტიმიზაცია;
• საბანკო ოპერაციები და საბანკო საქმე;
• ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების საფუძველზე;
• მენეჯერული და ფინანსური აღრიცხვა;
• ქონების შეფასება.

გარდა ზემოაღნიშნულისა, 2003-2004 წლებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ბანკის 2002-2003 საფინანსო წლების საერთაშორისო აუდიტორულ შემოწმებაში საერთაშორისო აუდიტორულ ფირმა "ერნსტ იანგი"-სთან ერთად.
მთავარი  |   კომპანია  |   სერვისები  |   კონტაქტი
შპს ქართული აუდიტი © 2011 ტელ: (+995 32) 225-80-25